ტვირთის ავიაგადაზიდვა პულკოვოს აეროპორტიდან

Путешествия бизнес авиацией

ტვირთის საჰაერო გადაზიდვა არის ავიაციის საერთაშორისო ცენტრი AVIAV TM (Cofrance SARL)-ის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება. თუ თქვენ ცხოვრობთ სანქტ-პეტერბურგში, მიზანშეწონილია გამგზავრების პუნქტად შეარჩიოთ აეროპორტი პულკოვო. სატვირთო თვითმფრინავების რეისების განრიგის გაგება შესაძლებელია შერჩეული ავიაკომპანიის საიტზე.

 

გასათვალისწინებელია, რომ აეროპორტი პულკოვო პირველ რიგში სამგზავრო აეროპორტია, ამიტომ აქ მხოლოდ სამი ავიაკომპანიაა, რომელიც ასრულებს რეგულარულ სატვირთო გადაზიდვებს: Кorean Air Сargo, «ფსკოვავია» და «რუსლაინ». მარშრუტების გეოგრაფიაც აგრეთვე შეზღუდულია ეს არის ლაიფციგი, ჰელსინკი, ვოლგოგრადი, ვენა, სეული, გეტებორგი.

 

ამავდროულად მცირე მოცულობის ტვირთი შესაძლებელია სამგზავრო რეისით გაიგზავნოს ანდა ამ მიზნისთვის კერძო თვითმფრინავის დაქირავება AVIAV TM (Cofrance SARL)-ის მეშვეობით. ამგვარად, ავიამიწოდება სანქტ-პეტერბურგში – ხელმისაწვდომი და მოთხოვნადი მომსახურებაა და ნივთების, საქონლის, დოკუმენტების და ა. შ.  გადაზიდვა მოხერხდება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

ტვირთის საჰაერო მიწოდების ოპერატიული დაკვეთა

 

კომპანია AVIAV TM (Cofrance SARL) აწყობს ავიამიწოდების ტავიდან ბოლომდე ორგანიზებას, ხოლო გამგზავრების პუნქტი გახდება აეროპორტი პულკოვო. ოფიციალური საიტის, ჩაფრენის და გაფრენის დროს ნახვა თქვენ არ მოგიწევთ, ვინაიდან მიწოდებისთვის ჩვენ, ჩვეულებრივ ვაწყობთ საკუთარ რეისებს. შეკვეთის გასაკეთებლად საჭიროა შემდეგი ინფორმაციის მიწოდება:

— მარშრუტი,

— გამგზავრების თარიღი,

— ტვირთის ტიპი და წონა,

— მოთხოვნები პროცესის ორგანიზების მიმართ,

— კონტაქტები.

სიტუაციიდან და გზავნილის ხასიათიდან გამომდინარე AVIAV TM (Cofrance SARL)-ის მენეჯერი შემოგთავაზებთ შეკვეთის შესრულების ვარიანტებს. ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ავიაკომპანიის რეგულარული ან ჩარტერული რეისი, მიწოდება სატვირთო თვითმფრინავით, კერძო თვითმფრინავის იჯარა, გაგზავნა შვეულმფრენით.

 

მიწოდება ავიაკომპანიის მეშვეობით

 

ფასის მიხედვით ყველაზე ხელმისაწვდომი ვარიანტია – როდესაც მიფრინავს ჩვეულებრივი რეისი, რომლის საწყისი წერტილი აეროპორტი პულკოვოა. ოფიციალური საიტი იძლევა განრიგის გაგებისა და ტვირთის გადაზიდვის შესახებ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკების  შესაძლებლობას. ამით დაკავდება AVIAV TM (Cofrance SARL), ერთადერთი პირობაა, რომ განყოფილებაში იყოს საკმარისი ადგილი.

Читайте также  Центр бизнес-авиации Пулково - 3

 

ასეთი ვარიანტის მინუსი არის გზავნილების შედარებით დაუცველობაში: ის გადის დატვირთვას და ჩამოტვირთვას საშტატო რეჟიმში, არის ნაწილობრივი ან სრული დაზიანების, დაკარგვის, ქურდობის შემთხვევები, ამიტომ რეკომენდირებულია ნივთების დაზღვევა, რაშიც თქვენ AVIAV TM (Cofrance SARL)-ის იურისტი დაგეხმარებათ.

 

კიდევ ერთი მინუსი მდგომარეობს იმაში, რომ საორგანიზაციო საკითხებს ბევრი დრო მიაქვს: ზოგიერთ მარშრუტზე რიგებია და თავად პროცესი უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე დაჯავშნილი რეისის შემთხვევაში. ერთადერთი უპირატესობა, რომელსაც სთავაზობს აეროპორტი პულკოვო – ეს არის ტვირთვის ონლაინ თვალყურის დევნა: რომელი ავიაკომპანიაც არ უნდა იყოს დაკავებული ტვირთის მიწოდებით, კლიენტს ყოველთვის შეუძლია დაინახოს თუ რა ეტაპზეა ის.

თანმხლები მომსახურება

AVIA Чартер - приложение для заказа джета

 

AVIAV TM (Cofrance SARL) გირჩევთ საიმედო ავია გადამზიდველს, რომელიც სთავაზობს მომგებიან ტარიფებსა და პირობებს, დაგეხმარებათ ხელშეკრულების დადებაში და საკუთარ თავზე აიღებს მიწოდების საკვანძო ეტაპებს:

  • გატანა სახლიდან, ოფისიდან, საწყობიდან,
  • შეფუთვა, აწონვა, მარკირება,
  • დაზღვევა,
  • თანმხლების დოკუმენტების გაფორმება,
  • ტრანსფერი აეროპორტში «სანქტპეტერბურგიპულკოვო»,
  • საბაჟო პროცედურები,
  • დატვირთვა – ჩამოტვირთვა,
  • ბორტზე ოპტიმალური პირობების შექმნა,
  • დახვედრა დანიშნულების პუნქტში,
  • გადაზიდვა მიმღების კაურამდე.

ინდივიდუალური სატვირთო რეისი

 

ამავე მომსახურებას AVIAV TM (Cofrance SARL) სთავაზობს პერსონალური რეისის ორგანიზების შემთხვევაშიც. ამ შემთხვევაში კლიენტი მიწოდებისთვის ქირაობს საჭირო ფორმატის თვითმფრინავს. ეს ბევრ სიტუაციაშია მიზანშეწონილი:

  • სასწრაფო და ფრიად სასწრაფო გზავნილებისათვის,
  • როდესაც ტვირთი წარმოადგენს დიდ ფასეულობას (ლითონები, ქვები, ხელოვნების ნიმუშები, სამუზეუმო ექსპონატები),
  • საქონლის დიდი პარტიებისათვის, როდესაც საუბარია მალფუჭებად პროდუქტებზე,
  • სიტუაციებისათვის, როდესაც საჭიროა მგზავრების პარალელური გადაყვანა (ტვირთი 200-ის გადატანა, ცხოველების გამოფენებზე გადაყვანა, ძვირფასი ლითონების გადაზიდვა დაცვის თანხლებით, ბიომასალის მიწოდება),
  • იშვიათი მარშრუტებისათვის და ა. შ..

 

მსგავს შემთხვევებში საჭიროა თვითმფრინავის დაქირავება, გარდა ამისა საჭიროა თანმხლები დოკუმენტების პაკეტის გაფორმება, რომელთა წარდგენასაც მოითხოვს აეროპორტი პულკოვო. ჩასვლა საჰაერო სანაოსნოში ხორციელდება წინასწარ, მაგრამ, თუ ტვირთს ჩვეულებრივი რეისით გააგზავნით, ის ერთი დღით ადრე უნდა იქნას გადატანილი, ხოლო კერძო გადაფრენისთვის საკმარისია ორი საათი. AVIAV TM (Cofrance SARL)-ის იურისტები იზრუნებენ, რომ დოკუმენტები იყოს წესრიგში, ხოლო საბაჟო პროცედურებმა არ წაგართვან ბევრი დრო.

Читайте также  Центр бизнес-авиации Пулково - 3

 

თქვენი საიმედო პარტნიორი AVIAV TM (კოფრანსი SARL)

 

საერთაშორისო სტატუსის მქონე აეროპორტი პულკოვო აძლევს თვითმფრინავებს შესაძლებლობას გაფრინდნენ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ამიტომ ფრენების ტერიტორია სატვირთო თვითმფრინავებისათვის შეუზღუდავია. კომპანია AVIAV TM (Cofrance SARL) დამოუკიდებლად იღებს რეისის ნებართვას, ირჩევს ჯეტის ოპტიმალურ მოდელს და თავის თავზე იღებს “კარიდან კარამდე“ მიწოდების მთელ პროცესს.

 

სასწრაფო მიწოდება ხორციელდება ერთი დღის განმავლობაში, ხოლო თუ მარშრუტი არ წარმოადგენს დიდ სირთულეს, ტვირთი აღმოჩნდება მიმღებთან უკვე რამდენიმე საათში. რთულ ადგილებში გასაგზავნი ტვირთვისთვის AVIAV TM (Cofrance SARL) რთავს შვეულმფრენებს, აგრეთვე ის გამოიყენება მოკლე მანძილებზე გადაფრენისთვის.

 

ჩვენ ვიღებთ ტრანსპორტირებისათვის ტვირთის ყველა ტიპს, შემდეგი კატეგორიების ჩათვლით:

— მსხვრევადი,

— საშიში,

— მსხვილ გაბარიტიანი,

— მალფუჭებადი,

— ცოცხალი (მცენარეები, ცხოველები, ბიო მასალა),

— საქონლის საბითუმო პარტიები და პირადი გზავნილები.

 

თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება და მოითხოვს განსაკუთრებულ მიდგომას. კომპანია AVIAV TM (Cofrance SARL) იძლევა ოპერატიულობის, პუნქტუალობის, ფინანსური გამჭვირვალობის და მიწოდების ასპროცენტიანი უსაფრთხოების გარანტიას.

 

Related Posts