სამედიცინო ავიაგადაზიდვები პულკოვოს აეროპორტიდან

Путешествия бизнес авиацией

სანიტარული გადაზიდვები სულ უფრო პოპულარული ხდება რუსეთში და გამგზავრების პუნქტი ხშირად ხდება აეროპორტი  «პულკოვოსანქტპეტერბურგი». რეისების განრიგი გადაფრენის აღნიშნული ტიპისთვის დგინდება ინდივიდუალურად, ხოლო საგანგებო გამოფრენა ხორციელდება გამოძახებისთანავე.

სანიტარული საჰაერო ხომალდის სწრაფი გამოძახება

 

სანიტარული თვითმფრინავის ან შვეულმფრენის შეკვეთა ნებისმიერ ორგანიზაციას ან კერძო პირს შეუძლია კომპანია AVIAV TM (Cofrance SARL)-ში მომართვის გზით. ეს ფასიანი მომსახურებაა, თუმცა ხანდახან მისი ღირებულების დაფარვა ხერხდება სამედიცინო დაზღვევიდან. ავადმყოფის გადასაყვანად საჰაერო ხომალდის დაჯავშნისათვის უნდა გადასცეთ ოპერატორს ან დატოვოთ უშუალოდ საიტზე შემდეგი ინფორმაცია:

  • გამგზავრების წერტილი:აეროპორტი  «პულკოვო». ჩასვლა  – დანიშნულების პუნქტი (აეროპორტის არჩევა),
  • რეისის დღე და დრო,
  • ავადმყოფის მდგომარეობა და მისი დიაგნოზი,
  • მოთხოვნები ფრენის მიმართ,
  • ინფორმაცია თანმხლები პირების შესახებ,
  • საკონტაქტო ინფორმაცია.

შვეულმფრენის საგანგებო გამოძახება უნდა განხორციელდეს ტელეფონით, ამ შემთხვევაში საჰაერო ხომალდი დაუყოვნებლივ გამოფრინდება ავარიის ან სტიქიური უბედურების ადგილზე და ოპერატიულად გადაიყვანს დაშავებულებს.

სამედიცინო რეისის ორგანიზება

 

ნებისმიერ შემთხვევაში  AVIAV TM (Cofrance SARL)-ის მენეჯერი სწრაფად დაამუშავებს შეკვეთას და თავიდან ბოლომდე მოაწყობს გადაფრენის ორგანიზებას. ეს ნიშნავს, რომ თქვენ არა მხოლოდ შემოგთავაზებენ საჰაერო ხომალდს, არამედ განახორციელებენ გადაფრენას “ლოგინიდან ლოგინამდე“ პრინციპით. ასეთი მომსახურება აქტუალურია, როდესაც საჭიროა მწოლიარე ავადმყოფის, მძიმე დიაგნოზის მქონე პაციენტის, დაშავებულის ძლიერი სისხლდენით ან მოტეხილობით ტრანსპორტირება.

 

კომპანია AVIAV TM (Cofrance SARL)-ის მიერ შემოთავაზებული რეანომობილი, მიიყვანს პაციენტს პულკოვოს აეროპორტში. საჰაერო სანაოსნოს ოფიციალური საიტი არ აქვეყნებს ინფორმაციას კერძო რეისების შესახებ, გარდა ამისა, უმეტეს შემთხვევაში სამედიცინო გადაზიდვები ხორციელდება ცალკე ტერმინალიდან, ამიტომ ასპროცენტიანი კონფიდენციალურობა გარანტირებულია.

 

ფრენის დროს პაციენტს ტა ახლავს ექიმი-რეანიმატოლოგი, რომელიც გაუწევს დახმარებას და ფელდშერი, რომელიც იზრუნებს ავადმყოფზე. დამკვეთის სურვილით AVIAV TM (Cofrance SARL) იწვევს ბორტზე კონკრეტული შემთხვევისათვის აქტუალურს, სხვა სპეციალიზაციის ექიმს: კარდიოლოგს, ნევროლოგს, პულმონოლოგს და ა. შ.. თვითმფრინავში შეიძლება იყოს მედდა, სანიტარი და მგზავრის ნათესავები.

Читайте также  ტვირთის ავიაგადაზიდვა პულკოვოს აეროპორტიდან

 

ცალკე ტერმინალი კერძო რეისებისათვის, რომელიც აქვს აეროპორტ «სანქტპეტერბურგიპულკოვოს» იძლევა საშუალებას სულ რამდენიმე წუთში გაიარონ ყველა ფორმალობა,  გადაიყვანონ ავადმყოფი თვითმფრინავის ბორტზე და დაუყოვნებლივ გაფრინდნენ.ზოგიერთ შემთხვევაში რეანომობილი შედის სატვირთო ლაინერის ბორტზე, რათა არ შეუქმნას დისკომფორტი პაციენტს, ხოლო დანიშნულების პუნქტში დაუყოვნებლივ მიემგზავრება საავადმყოფოში.

 

AVIA Чартер - приложение для заказа джета

სხვა სიტუაციებში სანიტრების გუნდს გადაჰყავს ავადმყოფი რეანომობილიდან ბორტზე და აწვენს მას სალონში განთავსებულ სამედიცინო ლოგინზე. თუ პაციენტისთვის აკრძალულია მოძრაობა, მას აფიქსირებენ ღვედებით. საჭიროების შემთხვევაში ექიმი იქვე რთავს სპეციალურ მოწყობილობას დაშავებულის სიცოცხლის მხარდასაჭერად.

 

პულკოვო არის აეროპორტი, სადაც სანიტარული რეისები გადის პირველ რიგში და შეიძლება გაემგზავროს დანიშნულ დროზე ადრეც კი, პაციენტის განთავსებისთანავე. კომპანია AVIAV TM (Cofrance SARL) იზრუნებს იმაზე, რომ თვითმფრინავმა გაიაროს ყველა საჭირო ტექნიკური შემოწმება, ხოლო მაღალკვალიფიციური ეკიპაჟი იყოს მზად სტარტისთვის.

 

კლინიკის შერჩევა

 

ფრენების ტერიტორია არ არის შეზღუდული: პულკოვოს აეროპორტი, რომლის რეისების განრიგიც  შეიცავს ასზე მეტ მიმართულებას, მზად არის გაუშვას თვითმფრინავი როგორც უახლოეს ქალაქში, აგრეთვე  სხვა კონტინენტზე. ვინაიდან დღეს ბევრი საზღვარგარეთის კლინიკა სთავაზობს იშვიათი და რთული დაავადებების ხარისხიან მკურნალობას, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ პაციენტები უკვეთავენ სამედიცინო ჯეტებს საზღვარგარეთის მიმართულებით.

 

საჭიროების შემთხვევაში კომპანია AVIAV TM (Cofrance SARL) მზად არის გირჩიოთ კლინიკა ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში ან აზიაში, რომელიც სპეციალიზებულია ამ დაავადებაში და გააჩნია მასთან ბრძოლის დიდი გამოცდილება. გამოცდილი იურისტები დაგეხმარებიან მომსახურების ხელშეკრულების დადებაში, სხვა ქვეყნის კანონმდებლობის ნიუანსების გარკვევაში, სხვა საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტაში, რათა კლიენტმა თავდაჯერებულად იგრძნოს თავი.

 

კიდევ ერთი პოპულალური თანამედროვე მომსახურება – კლინიკის შერჩევა სხვა ქვეყანაში ან ქალაქში მშობიარობისათვის. მომავალ დედებს ხშირად უნდათ, რომ პატარა მოევლინოს ამ სამყაროს ევროპულ ჰოსპიტალში, რომელიმე ზღვის კურორტის მახლობლად, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ჰქონდეს სხვა ქვეყანაში მოქალაქეობის მიღების სანსი.

Читайте также  Центр бизнес-авиации Пулково - 3

 

ამ მიზნისთვის აგრეთვე საჭიროა პროფესიონალების დახმარება, რომელიც იწყება კერძო თვითმფრინავის იჯარით და პულკოვოს აეროპორტში მისვლით. კომპანია AVIAV TM (Cofrance SARL) მზად არის მოაწყოს «სამშობიარო ტური» მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში და დაგეხმაროთ მის ორგანიზებაში. ვინაიდან მშობიარობის ბოლო პერიოდში ქალებს არ უშვებენ თვითმფრინავის ბორტზე, ერთადერთი ვარიანტი არის სანიტარული ჯეტი ექიმის თანხლებით, რომელიც იზრუნებს დედასა და ბავშვზე.

 

ადამიანის სიცოცხლისათვის ბრძოლა საჭიროა ნებისმიერ ფასად. თანამედროვე მედიცინას სასწაულის მოხდენა შეუძლია, მთავარია სწორად განსაზღვროთ კლინიკა და ენდოთ გამოცდილ ექიმებს. მოგზაურობის ორგანიზება მძიმე ავადმყოფისთვის რთული საქმეა, მაგრამ ამაში დახმარებისათვის ყოველთვის მზად არიან AVIAV TM (Cofrance SARL)-ის სპეციალისტები, რომლებიც ათ წელზე მეტია სთავაზობენ მსგავს მომსახურებას. დატოვეთ განაცხადი საიტზე ან დარეკეთ ტელეფონის ნომერზე: სანიტარული ავიაციის საერთაშორისო ცენტრი მუდამ კავშირზეა.

Related Posts